გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება 400 მილიონ ევროს შეადგენს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაწვდით დამატებით საბრძოლო მასალას: ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას, ნაღმტყორცნებსა და რაკეტებს. რადგან საბრძოლო მასალა არის ის, რაც ყველაზე სწრაფად სჭირდება უკრაინას თავდაცვით ბრძოლაში სასტიკი აგრესიული მტრის წინააღმდეგ. უკრაინა ასევე მიიღებს ჯავშანმანქანებს, ნაღმების გამწმენდ სისტემებს, ზამთრის ტანსაცმელს და გენერატორებს“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოიცავდა აღნიშნული პაკეტი Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ იარაღის ყოველი მიწოდება ზედმიწევნით უნდა აწონოს.

„ბევრი პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო და ტექნიკური ასპექტი დაზუსტებას საჭიროებს. ეს არ არის ადვილი. გერმანიის მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია გაგზავნოს თუ არა Taurus საკრუიზო რაკეტები“, – დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები