Bloomberg: მსოფლიოს დიზელის დეფიციტი ემუქრება
ნავთობის მოპოვების შემცირების გამო, მსოფლიო დიზელის საწვავის დეფიციტს განიცდის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვერ აწარმოებენ საკმარის საწვავს, რამაც ფასების ზრდა და ინფლაციის კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აშშ-ში 14 სექტემბერს დიზელის ფასები რეკორდულად გაიზარდა და $140-ს მიაღწია. ევროპაში ფასი ზაფხულიდან 60%-ით არის გაზრდილი.
“და ვითარება შესაძლოა, კიდევ გაუარესდეს”, – წერს Bloomberg-ი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვებს წლის ბოლომდე გაახანგრძლივებენ.
ბაზარზე განსაკუთრებული დაძაბულობა ზამთარშია მოსალოდნელი.
სიტუაცია კიდევ რამდენიმე ფაქტორმა გააუარესა: ზაფხულში ევროპაში სიცხემ, რამაც გამოიწვია წარმოების შემცირება; მრეწველობის შემცირება კორონავირუსის დროს; სხვა ნავთობპროდუქტებზე, როგორიცაა საავიაციო საწვავი და ბენზინი, მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა, ასევე, საწვავის ექსპორტზე ჩინეთის ახალი კვოტები.