ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კიევისგან სოფლის მეურნეობის ექსპორტის გაკონტროლების ნაბიჯებს ელოდებიან
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კიევისგან სოფლის მეურნეობის ექსპორტის კონტროლის მიზნით ნაბიჯებს ელოდებიან და დაჟინებით მოითხოვენ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ დავაში კომპრომისის მიღწევას.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა ბრიუსელში განაცხადა.
”შეთანხმება, რომელიც ახლა გვაქვს უკრაინასთან, არის ის, რომ ისინი შემოიღებენ ექსპორტის კონტროლის სისტემას მომდევნო 30 დღის განმავლობაში, მაგრამ ასევე მზად არიან, 16 სექტემბრიდან, ანუ შაბათიდან გარკვეული კონკრეტული ქმედებებისთვის, რომ ევროკავშირში ამ პროდუქციის ექსპორტი არ გაიზრდება. დღეს საღამოს გვექნება კიდევ ერთი საკოორდინაციო პლატფორმის შეხვედრა, სადაც ამას განვიხილავთ და სადაც უკრაინა წარადგენს მის მიერ დანერგილ ზომებს და სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ფერერმა.
15 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ არ გააგრძელებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას იმ პირობით, რომ კიევი იმპორტის შეზღუდვის მიზნით ზომებს მიიღებს.
მიუხედავად ამისა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეზღუდვების დაწესება ცალმხრივად გადაწყვიტეს, რაზეც კიევმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნების წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელს შეიტანს.