სამხრეთ აფრიკაში სატვირთოს და ავტობუსის შეჯახებას 20 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით, ლიმპოპოს პროვინციაში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.
სამშენებლო კომპანია Murray & Roberts Cementation-ში განაცხადეს, რომ მათი 17 თანამშრომელი, რომელიც ზიმბაბვეს საზღვართან ვენეციის მაღაროში გადაჰყავდათ, ავარიის შედეგად დაიღუპა.
კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.
მუშებს მაღაროს მიწისქვეშა პროექტზე უნდა ემუშავათ, რომელიც სამთომომპოვებელ გიგანტ De Beers-ს ეკუთვნის.
პროვინციის ტრანსპორტის მინისტრმა, ფლორენს რაძილანმა თქვა, რომ მომხდარის გამოძიება დაწყებულია, თუმცა, უკვე არსებობს მტკიცებულება იმის, რომ სატვირთოს მძღოლს მართვის მოწმობა არ გააჩნდა, ხოლო მისი მანქანა ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი იყო.