თირკმლის მძიმე უკმარისობა” – ვენედიქტოვი კადიროვის დიაგნოზს ამხელს
ჩეჩნეთის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს აქვს “თირკმლის მძიმე უკმარისობა” აქვს.
ამის შესახებ რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა Telegram-ში დაწერა.
“კადიროვი. ფილტვის ტიპური მძიმე უკმარისობაა. ამიტომ, აუცილებელია ხშირი ჰემოდიალიზი. როგორც ჩანს, ეს ხდება ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო)“, – ნათქვამია ჟურნალისტის ინფორმაციაში.
ვენედიქტოვმა გაიხსენა, რომ კადიროვის შვებულებიდან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კადიროვი ანაზღაურებად შვებულებაში 3 ივლისს გავიდა. მისი შვებულების პერიოდში რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობებს მთავრობის თავმჯდომარე, მუსლიმ ხუჩიევი ასრულებს.
მანამდე, კადიროვი შვებულებაში იანვარსა და აპრილში იყო.