Bild: რუსული 72-ე ბრიგადა აღარ არსებობს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე მოტომსროლელი ბრიგადა გაანადგურეს.

ამის შესახებ Telegram-ში უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული შეტევითი ბრიგადის პრესსამსახური იტყობინება.

ბოლო დღეებში უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფლები – ანდრევკა და კლეშჩევკა გაათავისუფლეს. ბრძოლის სათავეში უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 შეტევითი ბრიგადა იყო.

აღნიშნულია, რომ მათ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის არმიის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ორენბურგის რეგიონში უკრაინის ომისთვის შეიქმნა.

უკრაინის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ანდრევკაზე ბრძოლის დროს დაღუპულია 72-ე ბრიგადის სადაზვერვო მეთაური, ბატალიონების ყველა მეთაური, ასევე – პირადი შემადგენლობისა და ოფიცრების უმეტესობა, განადგურდა უამრავი ტექნიკა.

როგორც Bild-ის მიმომხილველები – ფილიპ ფაბიანი და სებასტიან გეისლერი წერენ, „რუსეთის ბევრი შენაერთი, ფაქტობრივად, ჩაბარდა, დანარჩენები ბოლო ბრძოლაში დაიღუპნენ. რუსული 72-ე ბრიგადა აღარ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები