ანა მალიარი და უკრაინის თავდაცვის მინისტრის კიდევ ხუთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც უკრაინული მედია წერს, თანამდებობა დაატოვებინეს რეზნიკოვის ხუთ მოადგილეს.

ესენია: ანა მალიარი, ვლადიმირ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, დენის შარაპოვი, ანდრეი შევჩენკო და ვიტალი დეინეგა.

უკრაინის რადამ რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. ამჟამად ქვეყნის თავდაცვას ​რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები