ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს 5 კმ მაგისტრალური მილსადენის, სათვალთვალო ჭებისა და სეპტიკების მოწყობას.

“მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გარკვეული მითითებები მისცა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მაგისტრალური ქსელით სარგებლობას სრულად შეძლებს სოფ.უწერის მოსახლეობა.

პროექტის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 965 000 ლარი შეადგინა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები