სტოლტენბერგმა პუტინის სისუსტეებზე ისაუბრა
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი იძულებულია, „იარაღის მისაღებად ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მიმართოს“, ხოლო კიმ ჩენ ინთან მისი შეხვედრა სისუსტის ნიშანია და „მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად იზოლირებული გახდა პუტინი“.
ამის შესახებ მან გერმანულ მედიაჯგუფ Funke-სთან საუბარში თქვა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას პირიქით, ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში, რაც „გამოხატავს დიდ განსხვავებას იზოლირებულ, ავტორიტარულ რუსეთსა და დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებს შორის“.