„ბაგა-ბაღის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება და შეიქმნება ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია“
თბილისის მერი დავით ნარმანია საბურთალოს რაიონის 171-ე ბაგა-ბაღს ეწვია. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბაგა-ბაღის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება და მათთვის შეიქმნება ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.
„თბილისის ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო პროცესი იწყება. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ მოვახერხეთ და გავაკეთეთ საბავშვო ბაღებში, დიდი გეგმები გვაქვს მომდევნო წლისთვისაც, ამდენად, მშობლების მხრიდან არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი აღსაზრდელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთდ ესტუმრა და პატარებს საჩუქრები გადასცა. სასწავლო პროცესი დღეს თბილისის 159-ვე ბაგა-ბაღში დაიწყო, სადაც 50 000-მდე აღსაზრდელი შეუდგა სწავლას.