ნიდერლანდებში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტისთვის დააკავეს
ნიდერლანდების ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებო სამსახურმა (FIOD) ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება რუსეთში, მესამე ქვეყნების გავლით, თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი, ევროკავშირის არსებული სანქციების მიუხედავად.
ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
არნემში მცხოვრები, 48 წლის მამაკაცი აგვისტოს ბოლოს დააკავეს. მას 53 წლის თანამზრახველი ჰყავს, რომელმაც გამომძიებლებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდა და ერთი დღით ადრე იყო დაკავებული.
“მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დოკუმენტები, მეხსიერების ბარათები და საბრძოლო მასალები. მამაკაცი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს”, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მედიაში მამაკაცების დაკავების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის შემდეგ გავრცელდა, რაც ლატვიურმა საგამოძიებო ვებსაიტმა – iStories-მა გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებენ დასავლური კომპანიები თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების რუსეთში რეექსპორტს მესამე ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვური კომპანიების მეშვეობით.