ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე სამივე ოქროს მედლის მფლობელია და მან მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საუდის არაბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე პირველი მოძრაობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი აკვრაში გახდა და ასევე ჩემპიონობა ორჭიდის ჯამში იზეიმა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია.

აკვრაში მისი შედეგი 245 და 253 კგ. დააფიქსირა.

ორჭიდის ჯამში კი ლაშა ტალახაძის მიერ დაძლეული წონა 473 კგ-ია.

მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, წარმატების შემთხვევაში ლაშა ტალახაძე ვასილი ალექსეევის შემდეგ მეორე ძალოსანი გახდა, რომელიც ზედიზედ შვიდჯერ მსოფლიო ჩემპიონობას იზეიმა.

ლაშა ტალახაძის გამარჯვებით ძალოსნობა ქართული სპორტის ისტორიაში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდეგ გახდა მესამე სახეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები