იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება.

„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან Funke-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას.

„ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები