ანრი ოხანაშვილი – დეოლიგარქიზაციაზე: რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება
„ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სასპეკულაციო სივრცე არ დარჩენილიყო, ამიტომ, მივყევით იმ გზას, რომელიც თავის დროზე უკრაინამ აირჩია და ევროპული სტრუქტურების მხრიდან დადებითად შეფასდა. შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ევროპელ პარტნიორებთან და გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით. ამიტომ, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში”, დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საკითხი, რომელსაც ვამუშავებთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და საბოლოოდ, რომელი გზით იქნება უფრო მიზანშეწონილი ამ საკითხის დარეგულირება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.