ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად ახალგაზრდები მიიზიდონ, მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ – ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ ტრენინგებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ მიერ ახალგაზრდებისთვის გამართულ ტრენინგებს ეხმაურება.

„ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ახალგაზრდები მიიზიდონ, ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა შემდეგ ისევ დაიყენონ ეს ახალგაზრდები წინ.

გაუშვან ისინი პოლიციის, შენობების, პარლამენტის დასარბევად და თავად ამ ახალგაზრდებს ამოეფარონ. ასეთი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდები არ უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები