ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი – პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ეს არის სტუდენტებზე მთავრობის ზრუნვის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება

ეს არის სტუდენტ ახალგაზრდობაზე საქართველოს მთავრობის ზრუნვის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის სტუდენტ ახალგაზრდობაზე საქართველოს მთავრობის ზრუნვის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წარჩინებული სტუდენტებისთვის გაორმარდა სტიპენდია და რაოდენობა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მიიღო კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო, ექნებათ საშუალება, გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები