ნინო შუბლაძე და გიორგი ლაფერაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადიან
“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი შესაძლოა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაფერაშვილთან ერთად მაუწყებელზე ნინო შუბლაძე და კიდევ რამდენიმე „რუსთავი 2“-ელიც შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა თავად შუბლაძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ დასვენების პროცესშია.
„მსგავსი არაფერი გამიგია. პირადად მე, ვისვენებ, ჯერჯერობით სახლში ვარ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელს, ის ადასტურებს ინფორმაციის არსებობას, თუმცა, როგორც ლაფერაშვილი აცხადებს, მასთან კონკრეტული შეთავაზებით ჯერ არავინ გამოჩენილა“, – ამბობს ნინო შუბლაძე. გიორგი ლაფერაშვილის თქმით კი, ამ ეტაპზე არავისთან არ ჰქონია საუბარი „პირველ არხზე“ გადასვლასთან დაკავშირებით და არც შემოთავაზება ყოფილა.