“საქართველოში 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები დასახელდებიან” – გიორგი ამილახვარი

“პირველად საქართველოში პედაგოგები თავიანთ პროფესიულ დღეს 27 ოქტომბერს აღნიშნავენ”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„27 ოქტომბერი გახლავთ სიმბოლურად არჩეული თარიღი. ეს არის პრაქტიკულად, პედაგოგიკის დამფუძნებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, ამიტომ შეირჩა ეს თარიღიც. პრაქტიკულად ყველა სკოლაში დაწყებულია განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მასწავლებელთა ისტორიების მოგროვება იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც ჩვენ დავადგინეთ. საკმაოდ ცნობადი სახეებისგან დაკომპლექტებული კომისია ამ ისტორიებს გადაარჩევს, გამოავლენს გამარჯვებულ ნომინანტებს და 27 ოქტომბერს, დიდ საზეიმო მიღებაზე, ვეცდებით, რომ ყველა პედაგოგი დავპატიჟოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები