“არასამთავრობო სექტორი საქართველოს მხარეს არ არის, არამედ არის იმ უცხოური ძალების მხარეს, საიდანაც ფინანსდება” – გურამ მაჭარაშვილი
„სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს რომ თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ სურს გადაწყვეტილებები, ამას აღარც მალავენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირი ამბობს, რომ პოზიტივი არის, ცოტა გაკლიათ – რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთო, არასამთავრობო სექტორი კი ამბობს, რომ არაფერია გაკეთებული და არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. გლობალური ომის პარტია აფინანსებს ამ ხალხს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. არასამთავრობო სექტორი საქართველოს მხარეს არ არის, არამედ უცხოური ძალების მხარეს, საიდანაც ფინანსდებიან“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.