პაატა მანჯგალაძე: არ მაინტერესებს, სად დადიოდა სააკაშვილი 15 წლის წინ

მიხეილ სააკაშვილი არ დადიოდა, დაფრინავდა. არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ბევრს დაფრინავდა, მართალია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„არ მაინტერესებს, სად დადიოდა სააკაშვილი 15 წლის წინ. 13 და 15 წლის წინ სააკაშვილის წინანდელ ფრენებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ მას შემდეგ, როცა გავიგებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოძიება დაიწყო ღარიბაშვილის ახლა მიმდინარე კორუფციის ფაქტზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის დახარჯული 14 მილიონის შესახებ დოკუმენტები გასაჯაროვდება.. თავდაცვის სამინისტროში მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიების დაწყებაზე პროკურატურასთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები