გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტში (IRC) აცხადებენ, რომ ლიბიის ნგრევა არის იმის მანიშნებელი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდნენ დაუცველი ქვეყნები კლიმატის ცვლილების გამო.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლიბია ათ წელზე მეტია, კონფლიქტის პირობებში ცხოვრობს და დაახლოებით 800 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.
„კლიმატური კატასტროფების, გაჭიანურებული კრიზისისა და ლიბიაში ეკონომიკური არასტაბილურობის ერთობლიობა სასიკვდილო კოქტეილს ქმნის, რომლის შედეგად ადამიანები და თემები მინიმალურ მზადყოფნას აწყდებიან, არაადეკვატურ ინფრასტრუქტურას და ძირითად სერვისებთან შეზღუდულ წვდომას“, – ამბობენ IRC-ში.
როგორც ლიბიის საკითხთა დირექტორმა, ელი აბუაუნმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ლიბია კლიმატისადმი დაუცველ ქვეყნებს შორის “შუაში” იმყოფება, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, “დაარტყას სუსტს ადგილებზე და დიდი ზიანი მიაყენოს”.
„კლიმატით დაუცველი და კონფლიქტით დაზარალებული თემები ხშირად მარგინალიზებულნი არიან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში. ისინი იღებენ დაფინანსების არაპროპორციულ წილს და უნდა გამოიყენონ განხორციელების მიდგომები, რომლებიც დიდწილად, დამოკიდებულია მთავრობებსა და ფორმალურ ინსტიტუტებზე, რომლებიც კონფლიქტი ზონებში, ხშირად არ არსებობენ”, – თქვა მან.
აბუაუნის თქმით, ”ასეთი კატასტროფების პროგნოზირების ინსტრუმენტების და ტექნოლოგიების არსებობის შემთხვევაში, ადრეული რეაგირების და დაგეგმარების ზომების მიღებას შესაძლოა, შეემცირებინა ქარიშხლით მიყენებული ზიანი”.