გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ციხიდან თანაგუნდელებს

გაზეთი „ქრონიკა“ წერს, რომ გამოცემას ხელში ჩაუვარდა გიგი უგულას სკანდალური წერილი ციხიდან. „ქრონიკის“ ცნობით, ეს წერილი პირველი არაა, როცა უგულავა თანაგუნდელებს დირექტივებს აწვდის და მოქმედების სცენარს უწერს. წერილი ასეა დასათაურებული: „გიგი უგულავას წერილი დ. კეზერაშვილს“.
„მოგესალმებით ყველას გულითადად. აგვისტო მძიმე იყო, მაგრამ გადავაგორეთ „მატროსოვის“ ბინადრებმა, მძიმე სიცხისა და უმოძრაობისგან ყველა და ყველაფერი ისვენებდა. მათ შორის ეს სასამართლოებიც. სექტემბრიდან, გარეთაც და შიგნითაც ცხოვრება გახალისდება. ჩემზე არაფერს მოგწერ, ვისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა და ასევე ადვოკატებიც გაწვდიან ინფორმაციას, რომ არა მიჭირს რა. ვარ მხნედ, ვიკლებ წონაში, ვკითხულობ წიგნებს და რაღაც-რაღაცებს. შევეცდები, ვიყო გულახდილი, ყალბი მორიდებების გარეშე. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა გავვაქტიურდეთ, რომ ასე წინ ვერ წავალთ. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქამდე რამე დავაკელით ან სხვანაირად რამე გამოვიდოდა, ან ამ წუთას სხვაგვარად რომ გვემოქმედა, სხვაგან ვიქნებოდით. ამ პოზიციაში არავის ვეთანხმები, მათ შორის არც მიშას, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა მოქმედებით შეიძლება დღეის მდგომარეობა სხვაგვარი ყოფილიყო. ეს ორი წელი, ანუ გავლილი სამი არჩევნები, დაჭერები, დაწიოკებები გავიარეთ ზუსტად ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვდა. პარტია გადარჩა, ერთიანობა შევინარჩუნეთ, მარტივად ვთქვათ – ჩართეთ ტელევიზორი ჩვენს გარეშე არ შედგება, არც დგება შოუ, სახელად საქართველოს პოლიტიკა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისია და ასე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნულია უგულავას წერილში, რომელსაც გაზეთი „ქრონიკა“ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები