Bloomberg: ჩინეთი თურქეთში ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
თურქეთი ჩინეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკების ბოლო ეტაპებზეა.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს თვეებში დასრულდეს.
ატომური ელექტროსადგურის აშენების სავარაუდო ადგილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის წარმომადგენლებმა მოინახულეს, ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვართან მდებარეობს.
გამოცემა წერს, რომ ეს იქნება თურქეთში მესამე ატომური ელექტროსადგური: პირველს რუსეთი ხმელთაშუა ზღვის სიახლოვეს აშენებს, მეორეს, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, დაგეგმვის პროცესშია.
ბაირაქტარის თქმით, მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესებულნი არიან “როსატომი” და სამხრეთ კორეული კომპანიები.