წილკნის დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

წილკნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომელსაც მონიტორინგს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევდა, ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
“პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს. აღნიშნული სპორტული და დასასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა.
სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სპორტული სივრცე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.
სკვერში კი პროექტის შესაბამისად მოეწყო ატრაქციონები ბავშვებისთვის. უსაფრთხოებისთვის ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები, ხოლო ბილიკებზე კერამიკული ფილები. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და დაირგო ხე მცენარეები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით.
ერთ სივრცეში მოქცეული აღმზრდელობითი, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანი და კომფორტული იქნება, როგორც პატარებისათვის, ასევე, ახალგაზრდებისა და უფროსი თაობისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები