სოფლებში – ატოცსა და გულიკაანთუბანში გზების მოწესრიგება დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფლებში – ატოცსა და გულიკაანთუბანში შიდა სასოფლო გზების მოხრეშვის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელ ატოცში ფრაქციული ღორღით მოიხრეშა 2583 მ2 ფართობის გზის მონაკვეთი.
მათივე ცნობით, სოფელ გულიკაანთუბანში ქვიშახრეშოვანი ნარევით მოიხრეშა სასაფლაომდე მისასვლელი 2535 მ2 ფართობის გზის მონაკვეთი. პროექტი განახორციელა შპს „ნიკა ქონსთრაქშენმა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები