“აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახისთვის აღმოჩნდა შედეგიანი” – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

„აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახისთვის აღმოჩნდა შედეგიანი. დაოჯახებიდან 13 წლის თავზე ირინე ბალაძე და გოჩა დუმბაძე მშობლები გახდნენ, მათ ტყუპი ქალ-ვაჟი, გვანცა და დაჩი შეეძინათ“, – ინფორმაციას აწარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დუმბაძეების ოჯახი სამინისტროს კიდევ ერთი პროგრამით “ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება” ისარგებლებს. პროგრამის ფარგლებში ტყუპისცალზე გაიცემა 1 000 ლარი.

,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 9 ბავშვი დაიბადა, 14 ოჯახი ახალშობილის მოლოდინშია. სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით პროგრამა გასულ წელს დანერგა და წელსაც წარმატებით გრძელდება. პროგრამაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

პროგრამის მიზანია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NgyOMC“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები