ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრ კობა ბერიანიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“სოფელ ხურვალეთის ერთ უბანს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, წყალი მათ გრაფიკით მიეწოდებათ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით მონტაჟდება ჭაბურღილი. პროექტის დასრულების შემდეგ 120 – მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს და სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ხურვალეთში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს. ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა ადგილობრივების გადაწყვეტილებით დაიწყო და მალე დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები