გოგი მეშველიანმა პატარა ლუკას და მის ძმებს სასწავლო წლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარა ლუკას და მის ძმებს მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„წელს, ლუკა პირველად მიდის სკოლაში და გადავწყვიტეთ მისთვის პირველკლასელობა, ხოლო მისი ძმებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება მიგველოცა.
პატარა ლუკას და მის ოჯახს სახლში ვეწვიეთ, სასკოლო ნივთები გადავეცით და წარმატებები ვუსურვეთ. ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს და სიხარულისგან უნათებდეთ თვალები. მიხარია, რომ შევძელით მათთვის დღის გალამაზება”, – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები