კიმ ჩენ ინის შემდეგ, პუტინთან შესახვედრად რუსეთში ლუკაშენკო ჩავიდა
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, 15 სექტემბერს ლუკაშენკო კოლეგა პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს.
როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, შეხვედრა სოჭში გაიმართება.
მისი თქმით, ბელარუსი “რუსეთის უახლოესი მოკავშირეა, მთავრობის მეთაურები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს”.