აშშ-ის საელჩო: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

აშშ-ის საელჩო საქართველოში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი თქვა.

საელჩოს ცნობით, შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები