“იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას არ დაექვემდებარება” – არჩილ თალაკვაძე

“თავიდანვე ვამბობდი, რომ გასაკვირი არ იქნებოდა თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამასაც სავაჭროდ გამოიყენებდა, თუმცა, აქ უკვე ჯერი ქალბატონ პრეზიდენტზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამ შანტაჟსა და ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ დაექვემდებარება”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

„რასაც თვითონ აკეთებენ, იმას გვაბრალებენ ჩვენ, რომ ყურადღება სხვაგან გადაიტანონ. სიცრუე და აბსურდია, რომ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას დახმარებას ვთხოვთ და რატომ. გახსოვთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რომ დაეყენებინა სამართლიან არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა. ჩატარდა არჩევნები, იყო ძალიან რთული პირველი ტური, სადაც რადიკალური ოპოზიცია არაფერს ერიდებოდა – თავდასხმას, შეურაცხყოფას. მეორე ტურშიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო გამარჯვებული, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ჩვენი პარტიული კანდიდატურა.

შესაბამისად, ჩვენ რომ გვნდომებოდა, პრეზიდენტი ყოფილიყო „ქართული ოცნების“ წრიდან პოლიტიკური ფიგურა, რა თქმა უნდა დავაყენებდით კანდიდატს და მოვიგებდით არჩევნებს. თუმცა ეს არ გავაკეთებთ. ამიტომ, ახლა სპეკულაციები, თითქოს ჩვენ რამეს ვთხოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, გამორიცხულია. ეს უბრალოდ ტყუილია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები