არჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობა“ დაშლის ბოლო ფაზაში რომ არის, ეს ცხადია – სააკაშვილმა დაკარგა ლიდერობა

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ბოლო ფაზაში რომ არის, ეს ცხადია. სააკაშვილმა დაკარგა ლიდერობა. მან აჩვენა, რომ არ არის ისეთი ლიდერი და ისეთი მამაცი, როგორიც ეგონათ და სწორედ ამან გამოიწვია პარტიის შიგნით ძალაუფლების, დოვლათის, ტელევიზიებზე გავლენის გადანაწილების პროცესი, შიდა დაპირისპირებები და ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას იმპიჩმენტში აქვს ზუსტად ის წონა, რამდენიც არის მათი მანდატების რაოდენობა.

„დროშა უკვე ასწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პრეზიდენტ პირდაპირ უთხრეს გარედან სათქმელი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ იმპიჩმენტს ჰქონდა სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ არ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ შეივსება 100 ხმა და იმპიჩმენტი შედეგით დასრულდება, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე საკუთარი პოზიცია ვაჩვენოთ. ყველა ინსტიტუტმა კონსტიტუციის დაცვით უნდა აკეთოს საქმე. მინდა შეგახსენოთ, სადამდე მიიყვანა კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფამ საქართველო. ვიღაცას სჯეროდა, რომ შეეძლო საქმე ისე გაეკეთებინა ქვეყნისთვის, რომ კანონი და კონსტიტუცია დაერღვია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები