თინა ბოკუჩავა – ნიკა მელიაზე: ძალიან უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ ესხმის თავს, ეს არის ყოვლად გაუმართლებელი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიის ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან უცნაურია, როდესაც ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც გამუდმებით ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ ესხმის თავს. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ასეთ გზავნილებს ვისმენთ. ამგვარი მუდმივი გაუჩერებელი თავდასხმები ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს“, – აცხადებს ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები