ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საგარეო უწყება ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის 11 სექტემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები