კახა კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი!

თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნატო-ს.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოს წევრობა იქნება.

„ერთადერთ, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს – ეს არის ნატოს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ, ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია, გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილ,ი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატოს წევრი!“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები