სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს

პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფებოდა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ზურაბიშვილთან ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.

„ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რაც შეიძლება, აწუხებდეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტ მოქალაქეს. რაც  უნდა დაემუქრონ პრეზიდენტს იმპიჩმენტით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ქართველი ხალხის ნება იქნება აღსრულებული“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები