“ბექა ოდიშარიას სიტყვები არც ჩემი მშობლებისა და არც ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების შეურაცხყოფად არ მიმიღია” – მამუკა მდინარაძე
“წარმოუდგენელია, თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ, ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას”, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს.
„მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც, სამწუხაროდ, დანაზოგი არ აქვთ. თქვენ აყენებთ საკითხს ასე, რომ პენსიონერი თუ არის, აუცილებლად არ უნდა ჰქონდეს დანაზოგი. ვიღაცას აქვს, ჩემს მშობლებს არა და მთელი ცხოვრება პატიოსნად მუშაობდნენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად, არც სხვა პატივსაცემი ჩვენი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ თარგმნით.
მე მის შეფასებას ობიექტურად მოვუსმინე და ასე არ აღვიქვი. ნებისმიერი წინადადების არასწორი ინტერპრეტაცია, თუ ეს ბუნებრივი არ არის, თუ მას არ ჰქონია ამის მიზანი ვერ გაიყიდება, როგორც თქვენ გინდათ ისე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.