“სააკაშვილს არ ვეთანხმები, ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია” – გიორგი ვაშაძე
“მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, რადგან ეს ცოტა ძველი ინფორმაციაა. ბოლო ვიზიტების შემდეგ ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია. არ ვიცოდი, თუ მასთან ძველი ინფორმაცია იყო შერჩენილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„გამარჯვების“ პლატფორმა არის ყველაზე ძლიერი, თუ რამე არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ამ გამარჯვებას მოვიტანთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
„ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.