„ეს ინფორმაცია სასაცილოა“ – კობახიძე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
„წყარო არის სასაცილო, შესაბამისად, ინფორმაციაც სასაცილოა“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – „2 წლის წინ, უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საქართველოში ჩამოსულ, აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე, რატომ ეთქვათ მას უარი?“
„ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? როდესაც წყარო არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ვიღაცა ლიკას (ინფორმაცია) როგორ შეიძლება სერიოზული იყოს.
ერთადერთ, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატოს წევრობა. არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა კობახიძემ.