“ევროპელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი” – მაკა ბოჭორიშვილი

“მნიშვნელოვანია, იცოდნენ ჩვენი პოზიციები, თუ რა მოლოდინი აქვს საქართველოს ევროკავშირისგან და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს საკითხი არ იყოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებული არც საქართველოში და არც ევროკავშირის შიგნით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ისინი მიიჩნევენ, რომ იყო შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და მიიჩნევენ, რომ ეს შეცდომა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები