მარინა კალიურანდი: გასულ წელს უკვე ვნახეთ, თუ როგორ დარჩა საქართველო სტატუსის გარეშე – ეს გეოპოლიტიკურად არასწორი იყო

გასულ წელს უკვე ვნახეთ, თუ როგორ დარჩა საქართველო სტატუსის გარეშე. მინდა გითხრათ, რომ გეოპოლიტიკურად ეს არ იყო სწორი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისივე თქმით, პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იღებენ, ამიტომ, ეს არის კომპლექსური პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ოქტომბერში იქნება ტექნიკური ანგარიში 12 რეკომენდაციაზე და დეკემბერში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, დაიწყოს მოლაპარაკება ქვეყნებთან თუ არა. ეს იქნება დიდი ანგარიში. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს 27 ქვეყანა.

სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. გასულ წელს უკვე ვნახეთ, თუ როგორ დარჩა საქართველო სტატუსის გარეშე. მინდა გითხრათ, რომ გეოპოლიტიკურად ეს არ იყო სწორი, მაგრამ პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე თუ რა არის საუკეთესო მათი ქვეყნებისთვის, რა მიაჩნიათ საუკეთესო ევროკავშირისთვის. ანუ, ეს არის კომპლექსური პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები