„ქართული ოცნების“ გუნდი არ და ვერ დავუშვებდით, რომ ვყოფილიყავით კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილეები იმით, რომ არ გვემოქმედა” – ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდი არ და ვერ დავუშვებდით, რომ ვყოფილიყავით კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილეები იმით, რომ არ გვემოქმედა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი კანონი, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია იყოს დაცული. „ქართული ოცნების“ გუნდი არ და ვერ დავუშვებდით, რომ ვყოფილიყავით კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილეები იმით, რომ არ გვემოქმედა.

ჩვენი უმოქმედობა გაუტოლდებოდა კონსტიტუციის დარღვევაში თანამონაწილეობას. ამიტომ ჩვენ სხვაგვარი სამართლებრივი სივრცე არ გვქონდა დარჩენილი. როდესაც ადგილი აქვს კონსტიტუციის უხეშ, მიზანმიმართულ დარღვევას, ამას სჭირდებოდა სამართლებრივი რეაგირება. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ასი ხმის მობილიზების რესურსი „ქართული ოცნების“ გუნდს არ აქვს. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ეს საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ საკითხს მხარდამჭერები არ ეყოლება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

ეს იქნება ლუსტრაცია იმისა, რომ ის პრეზიდენტი, რომელიც მათ მიერ შერაცხულია მოღალატედ, რეზიდენტად, დღეს როგორც აღმოჩნდა, ეს ჯგუფი ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ადამიანის იმპიჩმენტის პროცედურას. ჩვენთვის გასაგებია, რომ აქ ადგილი აქვს ძალიან დიდ ანტისახელმწიფოებრივ გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები