კურორტ ,,გოდერძიზე” ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო

პირველად, ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ხულოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, კურორტ ,,გოდერძიზე“ ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.

ბანაკის კონცეფცია ინგლისური ენის გაკვეთილებს, ლაშქრობებს, სხვადასხვა საინტერესო სპორტულ და გასართობ აქტიობებს ითვალისწინებს.

პროექტის მიზანს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღება, ახალი მისწრაფებების აღმოჩენა, სოციალური და სხვა უნარების განვითარება წამოადგენს.

ხულოს მერიის ცნობით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მსგავსი ტიპის პროექტებს მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები