საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალ ლიდერებს მასპინძლობს
საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ჯგუფს მასპინძლობს.
პარლამენტის ინფორმაციით, ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ სწავლებას საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებზე.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა/აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარე ქეთევან კვინიკაძემ, მოლდოვას პარლამენტის აპარატის უფროსმა ტამარა გეორგიცამ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის მენეჯერმა თამარ ზოდელავამ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებს. სემინარში მონაწილეობენ: მოლდოვას, უკრაინის და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები. აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”.