„რატომ იქცა ცრუ პატრიოტიზმი ჩვენს ქვეყანაში ცრუ ლიბერალთა თავშესაფრად?“
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მსახიობ გიო ცინაძეს იგივე “მყუდროს“ და ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ლიდერს ირაკლი ვაჭარაძეს ცრუ პატრიოტიზმს თავშეფარებულ არსებებს უწოდებს.
ხაბურძანია ფესბუქის საკუთარ გვერდზე ცინცაძისა და ვაჭარაძის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ თავხედობას მიმტევებლური სინანულით უნდა შევხედოთ.
„ჯერ იყო და მყუდრომ გვამცნო ვითომცდა “ჭეშმარიტება”, ახლა ვაჭარაძე განსაზღვრავს მტერ-მოყვერეს. ვისაც “კაკებე” ჰგონია КГБ – ს ქართულ აბრევიატურული ფორმა, ვისაც თავისი იდენტობა ვერ გაურკვევია, მტერ-მოყვარის გამრჩევია? რატომ იქცა ცრუ პატრიოტიზმი ჩვენს ქვეყანაში ცრუ ლიბერალთა თავშესაფრად? ის რომ რუსული, ქართული და ზოგადად ქრისტიანული მართლმადიდებლობისათვის არ არსებობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ისევე, როგორც აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიები, საეკლესიო არაღიარების ჩვენთვის მისაღები პოლიტიკაა და ეს ცრუ პატრიოტიზმს თავშეფარებული არსებები. ამას არ და ვერ გაიგებენ. მყუდრო-ვაჭარაძის თავხედობას მიმტევებლური სინანულით უნდა შევხედოთ, ჯერ კიდე მაინც“, – წერს ხაბურძანია.