ე.წ.სამხრეთ ოსეთი ოს მებრძოლებს უკრაინაში დამატებით ტრანსპორტს უგზავნის

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ოს სამხედროებს დამატებით ტრანსპორტს გაუგზავნის.

ამის შესახებ მედიას მისმა თანაშემწემ, ალან პლიევმა უთხრა.

მისი თქმით, ჰუმანიტარულ ტვირსა და სხვა ტიპის მანქანებთან ერთად, “სპეცოპერაციის ზონაში” “უაზ”-ის ტიპის მანქანაც იქნება გაგზავნილი.

„ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში მყოფმა ოსმა სამხედროებმა ალან ედუარდოვიჩს მუდმივი ყურადღებისთვის მადლობა შემოუთვალეს და აღნიშნეს, რომ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად უკიდურესად სჭირდებათ “უაზი”,- თქვა მან.

პლიევის თქმით, “პრეზიდენტის დავალებით, უმოკლეს დროში იქნა შეძენილი ეს მანქანა და სულ მალე იქნება გაგზავნილი ადგილზე ჰუმანიტარულ დახმარებასა და სხვა ტიპის მანქანებთან ერთად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები