ნაპოვნია თუ არა ნათია ბახტაძის ცხედარი? – გალის რაიონში ზღვაში გვამი იპოვეს, სქესი დადგენილი ჯერ არ არის
ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ გაგიდასთან ზღვაში მეთევზეებმა 10 სექტემბერს, დილის საათებში ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც გალის რაიონის ე.წ.ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ თქვა, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მისი თქმით, სქესის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი წყალში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
28 ივლისს გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.