ირაკლი ვაჭარაძე: ილია მეორე ქრისტეს სახელით გძარცვავთ და მოძალადეებს მფარველობს

   ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი, – ამის შესახებ ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქი თანამედროვეობის უდიდეს ბოროტებას – რუსეთის იმპერიას უჭერს მხარს.
„ილია მეორე არის საქართველოს მთავარი მტერი. კი, ეს მტკივნეულია ბევრი თქვენგანისთვის ვიცი, მაგრამ გადადეთ გვერდზე თქვენი კონფორმიზმი და სიმართლეს შეხედეთ თვალებში. დონეცკის მიტროპოლიტს დაურეკა და ძმურ მხარდაჭერას დაპირდა (“Грузинский Патриарх заверил митрополита Илариона в братской поддержке”). სამაგიეროდ, ვერ ვიხსენებ უკრაინის პატრიარქისთვის დაეჭიროს მხარი. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თანამედროვეობის უდიდეს ბოროტებას – რუსეთის იმპერიას უჭერს მხარს, ეს თავად რუსეთში გაზრდილი და კაკებეს რანგებში გამოწვრთნილი ადამიანი, რომელიც ქრისტეს სახელით გძარცვავთ და მოძალადეებს მფარველობს, შინ თუ გარეთ“, – წერს ვაჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები