ბათუმში კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

   ბათუმში კომპანია „Atlas Georgia“-ის ახალი გრანდიოზული პროქტის პრეზენტაცია და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი გაიმართა.ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილმა და არჩილ ხაბაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პროექტს კომპანია კომპანია „Atlas Georgia“ ბათუმში 38 000 კვ.მ-ის ფართობზე განახორციელებს. პროექტი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის, კაზინოს, 1500-კაციანი საკონფერნეციო დარბაზისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები