პენტაგონმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 600 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულება 600 მილიონი დოლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და სხვა შესაძლებლობების გასაძლიერებლად საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.

„აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები